იხილეთ ჩვენი სერვისების დეტალური აღწერა:
არქიტექტურული პროექტირება, როგორც დისციპლინა, ფოკუსირდება სხვადასხვა ხელსაწყოების საშუალებით საცხოვრებელი თუ სხვა დანიშნულების შენობების შექმნაზე. მისი მიზანია, გააერთიანოს დიზაინი, როგორც ესთეტიკა და არქიტექტურა, როგორც ამოცანის გადაჭრის ტექნიკური საშუალება. ძირითადად, არქიტექტურულ პროექტს ჩვენ ნახაზების სახით ვხვდებით ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ მათი შექმნის პროცესში არამხოლოდ წმინდა გეომეტრია, არამედ სივრცის აღქმისა და ესთეტიკის ფაქტორებიც იღებენ მონაწილეობას.
ჩენი მომსახურება ითვალისწინებს საინჟინრო გეოლოგიური დასკვნის მომზადებას ნებისმიერი ტუპისა და მასშტაბის სამშენებლო სამუშაოებისათვის: ჰიდროელექტრო სადგურების, საცხოვრებელი სახლების, ინფრასტრუქტურული და საგზაო - სამშენებლო პროექტებისთვის:
კონსტრუქციული პროექტირება გულისხმობს უსაფრთხო, ბიუჯეტური და ფუნქციური კონსტრუქციების შექმნის პროცესს, ნებისმიერი სახის დატვირთვისა და ვითარების პირობებში. პროექტის ეფექტური და ზუსტი შედეგების უზრუნველსაყოფად, გვაქვს გამორჩეული მიდგომები კონსტრუქციული პროექტის სწრაფად და უნიკალურად მომზადებაში
საგზაო მოძრაობის სქემები არის ვიზუალური და ტექნიკური დოკუმენტები, რომლებიც გამოიყენება ტრანსპორტის მოძრაობის ორგანიზაციისა და მართვისთვის. მათი მიზანია გააუმჯობესოს სატრანსპორტო მოძრაობა, გაზარდოს გზების უსაფრთხოება და ეფექტურობა, და უზრუნველყოს სატრანსპორტო ნაკადების ოპტიმალური განაწილება.ძირითადი ელემენტებია:
ზონალური შეთანხმება წარმოადგენს დოკუმენტს ან რეგულაციას, რომელიც ადგენს გარკვეული გეოგრაფიული ტერიტორიის გამოყენების წესებსა და პირობებს. მისი მიზანია განსაზღვროს ტერიტორიის განაწილება და მართვა, რათა უზრუნველყოფილ იქნას მისი ეფექტური და უსაფრთხო გამოყენება.ძირითადი ელემენტებია:
აზომვითი ნახაზები არის ტექნიკური დოკუმენტები, რომლებიც გამოიყენება მშენებლობის, არქიტექტურის, ინჟინერიისა და მიწათმოწყობის პროცესებში. მათი მიზანია დეტალურად წარმოაჩინონ სხვადასხვა ობიექტებისა და სტრუქტურების გეომეტრიული მონაცემები, ზომები და პოზიციები.აზომვითი ნახაზები უზრუნველყოფს ზუსტ და დეტალურ ინფორმაციას ობიექტების შესახებ,ასევე ნახაზები ეხმარება მშენებლობისა და მონტაჟის პროცესების უკეთ ორგანიზებაში და ხელს უწყობს სპეციალისტებსა და გუნდებს ერთმანეთს უკეთ გააგებინონ პროექტის დეტალები.